
“ქუჩაში ომს მივიღებთ? აბა რამე გაბედეთ, სულ მცირედიც და ნახავთ ვინ რას მიიღებს, 2012 წლიდან ძვლივს ვიკავებ თავს და ვაკავებთ ხალხს!” - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი დიტო სამხარაძე, ოპოზიციონერი დეპუტატის, გუბაზ სანიკიძის მუქარას “ომის დაწყების შესახებ”.
"ქუჩაში ომს მივიღებთ? აბა რამე გაბედეთ, სულ მცირედიც და ნახავთ ვინ რას მიიღებს, 2012 წლიდან ძვლივს ვიკავებ თავს და ვაკავებთ ხალხს! 450 000 საქართველოს მოქალაქეს შეეხეთ სადისტურად, აწამეთ, ცხოვრება დაუნგრიეთ! რიჯგვინა თავები კამპოტში ხომ არ გგონიათ და ხერხემლებში ხომ არ გაჟუჟუნებთ? ზედმეტად ატეხილები ხართ და ცოტა გაუკონუსეთ! ნარკომანი დოყლაპია კეზერას და დაპანჩურებული ბლუკუნა ვანოიას დაწყებული ომი არ გაიშვას, მითუმეტეს გერონტოფილი ჩალაძის დაანონსებული! გაგარჭობთ ერთმანეთში! ვინმეს მაინც ეშინოდეს თქვენი ბოდვის, ცანცარების ჯოგი ხართ და ერთადერთი სურვილი გაქვთ, საქართველო დააჩოქოთ და ქართველები გადააშენოთ! ხალხს ბდღვნად არ გვეყოფით, რამე უკანონოს ჩადენას თუ დააპირებთ! გლობალური ომის პარტიის შნირები! ქართველთა მტრები და გაურკვეველი უსამშობლო არსებები! მოინდომეს ქვეყნის დაქცევა, ვინ გაცლით ოეეე" - წერს დიტო სამხარაძე.
როგორც ცნობილია, გუშინ, გუბაზ სანიკიძემ “კავკასიის” ეთერში განაცხადა:
„მე ამას მარტო ჩემი სახელით არ ვამბობ, იმიტომ რომ ბევრი ვიცი და ბევრ ადამიანთან მილაპარაკია, მეომრებთან მილაპარაკია, ვეტერანებთან, აფხაზეთის ცხინვალის, აქ ბევრი ვაპირებთ ომს და მოგექცევით ისე, როგორც მოვექცევით შემოჭრილ რუსებს აქ, უარესად, გეიგეთ ეს, გაუფრთხილდით საკუთარ თავს, ფიზიკურად, სინდისი და ნამუსი რომ არ გაგაჩნიათ. გავიგე, ზნედაცემული ხალხი ხართ, გავიგე, მაგრამ ვირთხის ინსტინქტები ხომ გაქვთ? მოგექცევით ისე, როგორც ექცევიან უკრაინაში კოლაბორანტებს, მეტი რა გითხრათ, ამ ქვეყანას არ დავთმობთ, ამ ქვეყანას ამ ერის უმრავლესობა არ დათმობს, ქართული ემიგრაცია არ დათმობს. თქვენ რა გგონიათ, უკრაინაში რამდენიმე ათასი ქართველი რომ იბრძვის, მეორე დღესვე აქ გაჩნდებიან და დამხმარეც გვეყოლება, მთელი ცივილიზებული სამყარო, სადაც ვიწროა, იქ გაწყდეს“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
0
0