
ავსტრალიელმა კუადენ ბეილსმა რეჟისორ ჯორჯ მილერის ახალ ფილმში "Mad Max" [„შეშლილი მაქსი“] როლი მიიღო. ინვალიდობის გამო ბულინგის შემდეგ, ბეილსმა ცნობილი ადამიანებისა და კეთილისმყოფელების მხარდაჭერა მთელს მსოფლიოში მოიპოვა.
ოსკაროსანმა რეჟისორმა ჯორჯ მილერმა ჟურნალ Sydney Morning Herald's Good Weekend ინტერვიუში აღნიშნა, რომ მან 11 წლის კუადენ ბეილსი „დიდ ეკრანზე“ გამოაჩინა მას შემდეგ, რაც 2020 წლის თებერვალში დედამისმა მასზე სოციალურ ქსელში შემაშფოთებელი ვიდეო გაავრცელა. 2020 წლის ვიდეო-კლიპში ნაჩვენებია კუადენ ბეილსი - ის დედის მანქანაში ტირის და თავის მოსაკლავად დანას ითხოვს. ”ამას ბულინგი იწვევს. საჭიროა ამაღლდეს ცნობიერება ბულინგის გავლენის შესახებ. არ შეგიძლიათ გაანათლოთ თქვენი შვილები, ოჯახები, მეგობრები?”, - ამბობს კუადენის დედა, იარაკა ბეილსი ვიდეოში.
უკვე დაგეგმილია, რომ კუადენ ბეილსი იდრის ელბასა და ტილდა სუინტონთან ერთად, შეასრულებს როლს მილერის მომდევნო ფილმში - “Three Thousand Years of Longing ["სამი ათას წლიანი ლტოლვა“].
”მან პატარა როლი მიიღო - ეს კარგი იყო ჩვენთვის და ასევე მისთვის”, - განუცხადა მილერმა Sydney Morning Herald-ს.
ვიდეომ ასევე მიიპყრო ცნობილი ადამიანების, მათ შორის ავსტრალიელი მსახიობის ჰიუ ჯეკმანის, ყურადღება, რომელმაც Twitter-ზე ვიდეო-მესიჯი გამოაქვეყნა და ბეილსს მიმართა: „რაც არ უნდა იყოს, შენს მეგობრად მიგულე. კუადენ, შენ იმაზე ძლიერი ხარ, ვიდრე წარმოგიდგენია, მეგობარო. ყველას გთხოვთ, ვიყოთ ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობილნი. ბულინგი არ არის კარგი, წერტილი!", - თქვა ჯეკმანმა.
0
0