-share.jpg)
რუსი ჟურნალისტი და ყოფილი პოლიტიკოსი ქსენია სობჩაკი მოსკოვიდან საქართველოში ჩამოვიდა. ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.
სობჩაკის განცხადებით, იგი საქართველოში პირადი ვიზიტით იმყოფება.
“საქართველოში პირადი ვიზიტით ჩამოვედი, მე მიყვარს თბილისი. აქ საკმაოდ ხშირად ჩამოვდივარ. რაც შეეხება საქართველოს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმას, ვიცი, რომ ჩემი ზოგიერთი კოლეგა არ შემოუშვეს, მათ შორის მიხაელ ფიშმანი, არ ვიცი, რა მიზეზით უთხრეს მას უარი. არიან ადამიანები, რომლებსაც პრობლემების გარეშე უშვებენ. საქართველო სუვერენული ქვეყანაა, ამ გადაწყვეტილების მიღება ქვეყნის უფლებაა. პირადად მე საზღვარზე პრობლემა არ მქონია”, – თქვა სობჩაკმა „ფორმულასთან“.
0
0
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 9 ივლისიდან
08/07/2026
10 ივლისს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
08/07/2026