
ამის შესახებ ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დარიუს იაუნიშკისმა ადგილობრივ რადიოსადგურ Žinių radijаs-ს განუცხადა.
„ის ლიეტუვაში ისრაელის პასპორტით შემოვიდა. როგორც ისრაელის მოქალაქეს ვიზა არ სჭირდება. მას უფლება აქვს, იმოგზაუროს და აქ დარჩეს, თუ არ ვცდები, 90 დღის განმავლობაში. დიახ, ფაქტს ვადასტურებთ", - თქვა იაუნიშკისმა.
რუსმა ჟურნალისტმა და მედიამენეჯერმა, 2018 წლის არჩევნებში რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ქსენია სობჩაკმა, რომელიც, შესაძლოა, 26 ოქტომბერს გამოძიებას დაეკავებინა, რუსეთიდან გამგზავრება შეძლო.
მოსკოვის შემოგარენში, ელიტურ დასახლებაში მდებარე სობჩაკის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. სობჩაკის ჰოლდინგის, "ოსტოროჟნო.მედიას" კომერციული დირექტორის, ახლახან დაპატიმრებული კირილ სუხანოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამავე საქმეზე ჟურნალ "ტატლერის" ყოფილი მთავარი რედაქტორი, არიან რომანოვსკიც დააკავეს.
0
0