
მსურს, ევროპა წარმოდგენილი იყოს იქ, სადაც საუბრობენ ევროპის მომავალზე ევროპის გარეშე, – ამის შესახებ ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა.
ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ევროპის კონტინენტის მომავალზე მიმდინარე დისკუსიებში ევროპა არ მონაწილეობს, რაც უსამართლობა და სირცხვილია.
„ყველა შესაძლო შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტა ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. როგორ გავიმართლებთ თავს მომდევნო წლებში ქვრივებისა და დედების წინაშე, როცა ათასობით ახალგაზრდა ბიჭი იღუპება რუსეთის აგრესიის გამო და დღის ბოლოს არავის სურს ცეცხლის შეწყვეტა?
ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება სწრაფად. ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგს. სინამდვილეში, არ მაინტერესებს, ვინ იქნება მაგიდასთან. მსურს, ევროპა იყოს წარმოდგენილი, ჩვენ ვისაუბრებთ ევროპის მომავალზე, მაგრამ ჩვენ არ ვართ წარმოდგენილი. იქნება ეს კაია, ურსულა, ანტონიო, ემანუელი ან შტუბი, ეს არ მაინტერესებს. მე მსურს, ევროპა იყოს წარმოდგენილი იქ, სადაც საუბრობენ ევროპის მომავალზე ევროპის გარეშე. ყველა დისკუსია კარგია, მაგრამ ევროპასთან ერთად უკეთესია. ჩვენ ამ განხილვაში არ ვართ, მაგრამ ვიხდით, რაც სამართლიანი არ არის.
ომის დასაწყისში საუბარი მქონდა ზელენსკისთან და პუტინთან. სწორი მიმართულებით მივდიოდით, მაგრამ შემდეგ მოხდა ბუჩა და ბუჩის შემდეგ გაგრძელება აღარ შემეძლო, რადგან ნდობა დაინგრა. პრეზიდენტ პუტინს ტელეფონით ვუთხარი, რომ ომის დაწყება ადვილია, მაგრამ მისი დასრულება – ნამდვილი ლიდერობა. ახლა ცუდია იმის დანახვა, რომ ევროპა დისკუსიებში მსუბუქწონიანია. ეს სირცხვილია, რადგან ჩვენ ვართ ყველაზე დიდი მხარდამჭერი და ასე უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს მიზეზი, რომ აღარ ვიყოთ აქტიური მხარდამჭერები“, – აღნიშნა ქსავიე ბეტელმა.
0
0
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
23/02/2026