
ბოლო რამდენიმე კვირაში დააკავეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და რამდენიმე მაღალჩინოსანი კორუფციული ბრალდებებით. „ქოცებს“ რომ სინდისის ნაგლეჯი ჰქონდეთ, უკვე კარგა ხნის ჩასულები უნდა იყვნენ დომოდედოვოს აეროპორტში, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი, თორნიკე ართქმელაძე სოციალურ ქსელში წერს.
ართქმელაძე ლიეტუვის მთავრობის გადადგომის საკითხზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებებს ეხმაურება.
“ქოცებს” ჟრიამული აქვთ, ლიეტუვაში მთავრობა კორუფციული სკანდალის გამო გადადგაო.
შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე კვირაში დააკავეს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და რამდენიმე მაღალჩინოსანი სწორედ კორუფციული ბრალდებებით. „ქოცებს“ რომ სინდისი ნაგლეჯი ჰქონდეთ, უკვე კარგა ხნის ჩასულები უნდა იყვნენ დომოდედოვოს აეროპორტში.
ისე კი, ლიეტუვაში პრემიერი გადადგა ტელევიზიის მიერ გამოძიებული საქმის საფუძველზე. რაც ნოდარ მელაძეს „ქოცების“ კორუფციაზე აქვს სიუჟეტები გადაღებული…
ევროპული სტანდარტი სწორედ ეგაა. ტელევიზიამ გამოიძია, პრემიერს, ალბათ, პარტიის შიგნით ზეწოლაც ექნებოდა, ხალხისგანაც ზეწოლა და გადადგა. ეგ სისტემა გვინდა ჩვენც ზუსტად”, - წერს თორნიკე ართქმელაძე.
0
0