
ჩვენ ნახევარი წლის წინ ავხსენით, რომ პოლიტიკური ბალაგანი იქნებოდა. არჩევნებში ზოგი მიიღებდა მონაწილეობას, ზოგი – არა, არც ბოიკოტი გამოვიდოდა და არც არაფერი, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, პარტიამ გადაწყვიტა ამ პროცესში საკუთარი მომხრეების პოვნის და ახალი ადამიანების აღმოჩენის შანსი გამოეყენებინა.
„ქოცების“ დამარცხება არც „ნაცებს“ უნდათ და არც ახალშექმნილ გალილეოს პარტიას. მარტო ჩვენ ვერ დავამარცხებთ, ამიტომ, თავიდანვე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი გზა გვაქვს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში და ამ გზას მივყვებით. ნებისმიერი გაუგებრობა ოპოზიციის მოედანზე „ქართული ოცნების“ ინტერესში შედის. დარწმუნებული ვარ, ამას „ქართული ოცნება“ თავად აწყობს ოპოზიციის შიგნით ჩანერგილი ანიტებით.
აქედან გამომდინარე, იმ ხალხმა, რომელიც 4, 5, 9, 25-ო, მიიღო ის, რისი ღირსიც არის. დაუფიქრებლად და გაუაზრებლად რაღაცების ამ კატასტროფას იწვევს, რაც ახლა ქართულ პოლიტიკურ ველზე ხდება. როდესაც ვინ რისთვის გადის არჩევნებზე, არავინ არ იცის. მანამდე ერთმანეთი და ის ხალხი ლანძღეს, რომელიც არჩევნებზე გასვლას აპირებდა. ეს მოვლენა, რაც საქართველოში ხდება ოპოზიციურ ველზე – ერთმანეთის ლანძღვა-გინება, ერთმანეთის დაუსაბუთებელი შეურაცხყოფა და შემდეგ საკუთარი ნათქვამის საწინააღმდეგოდ სვლა, არის ის, რაც „ქართულ ოცნებას“ ამდენი ხანი ხელისუფლებაში ყოფნის საშუალებას აძლევს.
არჩევნებზე ახლა გამარჯვების სცენარი არ არსებობს. იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნებში მონაწილე პარტიებიდან გამარჯვება მარტო „ქოცებს“ და ჩვენ გვინდა, ჩვენ ამის რესურსი არ გვაქვს და დანარჩენები მეორე ადგილისთვის იბრძვიან. სწორი არის იდეის ჩამოყალიბება როგორი საქართველო გვინდა „ქართული ოცნების“ შემდეგ. ამ იდეის ხალხში გავრცელება და შემდეგ „ქართული ოცნების“ დამარცხება იდეის დახმარებით და არა იმით, ხაზარაძე ან ვიღაც ბიძინაზე უფრო მაგარია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
0
0