
„13 აპრილს ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანიას, რომელიც იმ დღესვე ქირაობს ფართს იმ შენობაში, რომლის 20%-ს ჩემი ძმა ფლობს. ბოლო სართული წლებია, რაც არ გაქირავებულა. ამ მიხეილ არახამიამ იქირავა ფართი და 3 კვირაში ჩატარდა სპეცოპერაცია“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ქოლცენტრების შესახებ მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებების საპასუხოდ განაცხადა.
ვაშაძის თქმით, ხელისუფლება მას არარსებულ ქოლცენტრთან კავშირს აბრალებს.
„ჩვენ დღემდე არ ვიცით, მართლა იყო თუ არა იქ ქოლცენტრი, არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. ამის მიუხედავად, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე „ქართული ოცნების“ ექსპერტები მადებენ ხელს მე და მაბრალებენ კეზერაშვილის ქოლცენტრებთან კავშირს, ეს არის აბსურდი, უშინაარსო ბრალდებები, ქოლცენტრი „ჩამიდეს“.
გამოვიდნენ სამართალდამცავი ორგანოები და თქვან, საერთოდ დანაშაულის ფაქტი იყო? ვინმე დააკავეს ან დაკითხეს? 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი იყო სუს-ის და სხვა საგამოძიებო სამსახურების მიერ დაგეგმილი“, - განაცხადა ვაშაძემ.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025