
უცნაურია მსგავსი ტიპის განცხადებები იმიტომ, რომ ქოლ-ცენტრების სქემა ამოქმედდა სწორედ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მაშინ, როდესაც გახარია იყო პრემიერ-მინისტრი და მაღალი თანამდებობა ეკავა, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ბეჟაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას.
„ქართული ოცნების“ სპეცსამსახურებისა და მაღალი სახელისუფლებო თანამდებობის პირების მფარველობის გარეშე ეს დანაშაულებრივი სქემები ვერ განხორციელდებოდა. საზოგადოებისათვის ეს ცნობილია. ამიტომ პასუხისმგებლობის გადაბრალება „ქართული ოცნების“ ყოფილ თუ ახლანდელ წარმომადგენლებს არ გამოუვათ“, - აღნიშნა ლევან ბეჟაშვილმა.
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას გიორგი გახარია ეხმაურება. პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონლაურ მოძრაობას“ აკრიტიკებს და საუბრობს იმაზე, თუ რატომ არ უნდა „ქართულ ოცნებას“ ამ საქმეზე კომისიის შექმნა. გახარიას თქმით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი და ოპოზიციური პარტიის ლიდერი ევროპელ პენსიონერებს თაღლითურად ფულს ჰპარავს, რომელსაც ოფიციალური პირები ან ხელს აფარებდნენ, ან თვითონაც „თაღლითურად იპარავდნენ“.
0
0