ინფორმაციას „ლევანტეს“ ოფიციალური საიტი ავრცელებს.
კლუბის ცნობით, შეთანხმებას ქოჩორაშვილის ტრანსფერზე „სპორტინგთან“ გასულ შაბათ-კვირას მიაღწიეს.
ამავე წყაროს ცნობით, 2025 წლის 30 ივნისამდე ქოჩორაშვილი „ლევანტეში“ რჩება იჯარით, შემდეგ კი პორტუგალიაში გადავა.
სწორედ „სპორტინგი“ იყო მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს პირველი კლუბი პროფესიონალურ კარიერაში.