
“ბორელის წასვლისთანავე: გამოცხადდა ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა; იმპიჩმენტი ოფიციალურად დაიწყო, მშვილდაძის ცემის საქმე დაიხურა...ქოცებს არ უნდათ სტატუსი. კი არ ვაჭრობს ან არ გამოსდის, არ უნდა” - ამის შესახებ “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია წერს:
"ჩამონათვალში, სხვა საკითხებს შორის, იყო საგარეო პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან, პოლარიზაცია (და ამ კუთხით ახალ ფაქტორად შეფასდა პრეზიდენტის იმპიჩმენტი) და მედია.
ბორელის წასვლისთანავე:გამოცხადდა ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა;
იმპიჩმენტის პროცედურა ოფიციალურად დაიწყო და წარდგინება გაეგზავნა საკონსტიტუციო სასამართლოს;
მიშა მშვილდაძის ცემის საქმე საგამოძიებო სამსახურმა ოფიციალურად დახურა.
ცხადია, არც გამოიძიებდა, მაგრამ საქმის დახურვა მომავალ წელს ამ დროსაც უპრობლემოდ შეეძლოთ. არა, მაინცდამაინც დღეს გადაწყვიტეს.
სერიიდან:ქოცებს არ უნდათ სტატუსი., კი არ ვაჭრობს ან არ გამოსდის, არ უნდა." წერს ნიკა გვარამია
0
0