-share.jpg)
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქობულეთში ახალი ბულვარის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.
„ქობულეთს უკვე ახალი ბულვარი აქვს - დაახლოებით კილომეტრამდე სიგრძის ბულვარი, რომელიც სწორედ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, „განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენდა. 8 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული. შედეგად, ფაქტობრივად ყველა ასაკის ადამიანისთვის მოეწყო შესაბამისი სივრცე. არის ველობილიკები, სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაცია, საინჟინრო ქსელები, ირიგაციის, სარწყავი სისტემები. რეალურად, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ახალი სივრცე. ადრე აქ ნამდვილად არაფერი არ ხდებოდა. სივრცემ შექმნა ახალი შესაძლებლობა, რომელიც ხელსაყრელ პირობებს ქმნის როგორც მოსახლეობისთვის, ისე - ქობულეთის სტუმრებისთვის.ამდენი ხალხის მოსვლა ნიშნავს, რომ საინტერესო სივრცე, კიდევ ერთი მიზიდულობის წერტილია“, - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მედიასთან საუბრისას.
ფოტო: „იმედი“
0
0