
ისრაელის ქნესეთმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ისრაელელის მკვლელობაში ბრალდებულ ტერორისტს სიკვდილით დასჯიან. კანონპროექტს მხარი 39-მა კანონმდებელმა დაუჭირა, ხოლო 16 წინააღმდეგი იყო.
კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ისრაელის სასამართლომ უნდა მიუსაჯოს სიკვდილით დასჯა იმ პირებს, რომლებმაც ისრაელელებისმკვლელობა ეროვნული იდენტობის მოტივით განახორციელეს, ხოლო მოსამართლეებს, რომლებიც დასავლეთ სანაპიროს სამხედრო სასამართლოებში არიან, საშუალებას აძლევს, დამნაშავეები სიკვდილით დასაჯონ უმრავლესობით, ხმათა ერთსულოვნებით მიღებული გადაწყვეტილების ნაცვლად. კანონპროექტი ასევე აუქმებს რეგიონული სამხედრო მეთაურების მიერ ასეთი განაჩენების შემსუბუქების შესაძლებლობას.
კანონპროექტი ახლა კომიტეტს გადაეგზავნება, რათა მოამზადონ ბოლო ორი მოსმენისთვის, რომლებიც კანონად ქცევისთვის იქნება საჭირო.
0
0