საფრანგეთში სავარაუდოთ, ცოლის მიერ ქმრისმკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ირკვევა.
ოჯახის ახლობლები სხვადასხვა ვერსიაზე საუბრობენ.
ერთ–ერთი ვერსიის თანახმად, მარად სურმანიძე მეუღლემ თოკით გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ლანა ხუნწარიას დედა ადასტურებს, რომ ოჯახური კონფლიქტი არ იყო იშვიათი მოვლენა და მისი შვილი არაერთხელ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი.
დაკავებული ქალის დედა ამბობს, რომ კაცი მის შვილზე ძალადობდა და წყვილს შორის ხშირად იყო კონფლიქტი. ქალი ამბობს, რომ კაცი ნარკოდამოკიდებული იყო, ის ვარაუდობს, რომ შეიძლება გარდაცვალების მიზეზი აღნიშნული გამხდარიყო.
"ინვალიდი შვილი ჰყავდათ და იმის თაობაზე წავიდნენ. თურმე ჩემს შვილზე ძალადობდა, არ აყენებდა, წამალდამოკიდებული გამხდარა და ფული მოიტანე, იმას დაესესხე, იქიდან მომიტანე, აქედან მომიტანე და სულ ჩხუბი და რაღაცა ჰქონიათ. დამტკიცებული ბრალი არ აქვს, იმიტომ, რომ ჩემი შვილი ერთი პატარა, ჭია გოგოა, ათას დარდ და პრობლემა გადავლილი და როგორ შეეძლო ბიჭი გაეგუდა, დაამტკიცებს ალბათ გამოძიება. გაქცეული არსად არ ყოფილა, ადგილზე აიყვანეს ჩემი შვილი და ის გარდაცვლილი იყოო. მირჩევნია დღეს ჩემი შვილი იყოს მკვდარი, ვიდრე სიძე, არ მინდა ასეთი სირცხვილით ცხოვრება, ბავშვების წინაშე რა უნდა ვთქვა. ბავშვები გადაყვანილები არიან თავშესაფარია, თუ რა ჰქვია არ ვიცი, ამ წუთას არის ყველა ერთად. ეს ცხონებული წასული ყოფილა სახლიდან, ჩემმა შვილმა ორი ბავშვი გაიყოლა და სულ უფროს ბიჭს ავადმყოფები დაუტოვა და დაეძებდა ქუჩა-ქუჩა, რომ ნარკოტიკებზე იყო წასული იცოდა თურმე და ჩვენთან ამას მალავდა", - ამბობს დაკავებულის დედა.
ცნობისთვის, 5 შვილის დედა, რომელიც ქმრის მკვლელობაშია ბრალდებული, დაკავებულია. 5 არასრულწლოვანი კი, რომელიც საზარელი მკვლელობის მოწმეა, საქართველოში დაბრუნებას თავშესაფარში ელოდება.
0
0