
ავსტრიელმა ქირურგმა თავის 13 წლის გოგონას პაციენტისთვის თავის ტვინის ოპერაციის ჩატარების უფლება მისცა.
როგორც ავსტრიული გაზეთი Kronen Zeitung-ი წერს, ავსტრალიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტყეში დაშავებული 33 წლის მამაკაცი, თავის მძიმე დაზიანებებით, სასწრაფო დახმარების ექიმებმა შტირიაში მდებარე გრაცის საუნივერსიტეტო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტი 2024 წლის იანვარში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ქირურგმა შვილს ოპერაციაში მონაწილეობის მიღების უფლება მისცა. როგორც გაზეთი წერს, გოგონამ პაციენტის ძვლოვანი ღრუც [თავის ქალა] კი გაკვეთა.
მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ უპრობლემოდ ჩაიარა, პაციენტს ჯერ კიდევ არ შეუძლია მუშაობა. სავარაუდო მსხვერპლმა ინციდენტის შესახებ, თავდაპირველად, მედიის საშუალებით შეიტყო. გრაცის პროკურატურაში ინციდენტის შესახებ ანონიმური საჩივარი მხოლოდ აპრილში შევიდა. პროკურატურა ქირურგიული ჯგუფის წინააღმდეგ გამოძიებას აგრძელებს. ქირურგი და კიდევ ერთი თანამშრომელი - სპეციალისტი, რომელიც ოპერაციას ესწრებოდა, საავადმყოფოდან გაათავისუფლეს.
„როგორც დაზარალებულის ადვოკატმა პიტერ ფრაიბერგერმა განაცხადა, ოპერაციაზე დამსწრე პირებს პასუხისმგებლობა ეკისრებოდათ, საავადმყოფო კი სავარაუდო მსხვერპლს ოპერაციის შემდეგ არც კი დაუკავშირდა,“ - იუწყება Bild-ი.
"საავადმყოფოს მხრიდან არ ყოფილა არანაირი კონტაქტი, არანაირი ახსნა-განმარტება ან ბოდიშის მოხდა... არაკეთილსინდისიერი პერსონალია", - თქვა ფრაიბერგერმა.
გრაცის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.
0
0