-share.jpg)
დღეს აგრეთვე ქედს ვიხრი იმ პოლიციელების წინაშე, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლეს შესწირეს ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„მსურს ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს იმ შრომისთვის, რომლის შედეგიც ყველასთვის თვალსაჩინოა - ქვეყანაზე და თითოეულ მოქალაქეზე მზრუნავი პოლიცია და შსს-ს თითოეული დანაყოფი. ვამაყობ თქვენით და თითოეულ პოლიციელს გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო და რთულ საქმეში. გისურვებთ, ღირსეულად გეტარებინოთ პოლიციელის მუნდირი. სახელმწიფო თქვენს გვერდით არის, გილოცავთ კიდევ ერთხელ პოლიციელის დღეს, გფარავდეთ ღმერთი“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
09/05/2025