09/04/2022
15:33
საზოგადოება
ქაშუეთის ტაძარში 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს. ადგილზე იყო მისული საქართველოს პრეზიდენტიც.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა, 9 აპრილის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პატრიარქის სიტყვები გაიხსენა, რომელმაც ამ დღეს უწოდა, როგორც გლოვის, ასევე ზეიმის დღეც.
"კათოლიკოს-ატრიარქმა ილია მეორემ ერთხელ ბრძანა, რომ 9 აპრილი ეს არის ერთის მხრივ გლოვის დღე, მაგრამ ამავე დროს ეს არის ზეიმის დღეც და ჩვენი სულიერი ამაღლების დღე. ჩვენ ერთის მხრივ მწუხარებით ვიხსენებთ 9 აპრილის ტრაგედიას, მაგრამ მეორეს მხრივ ამ დღეს გამოვლინდა ის, რაც არის უმთავრესი თვისება ნებისმიერი ერის, რომელსაც სურს სულიერი გადარჩენა, ესაა თავგანწირვა სამშობლოსთვის და მოყვასისთვის," - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.
საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელის დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, ეს დღე იყო ქართველთა ერთიანობის დღე და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ არ იქნეს დავიწყებული ქვეყნის თავისუფლებას შეწირული ხალხი.
0
0