22/11/2022
13:16
საზოგადოება
მამა შალვა კეკელიამ მარიტა მეფარიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის მეორმოცე დღეს იქადაგა და აღნიშნა, რომ „ქრისტიანობისთვის ყველაფერი გააკეთა ამ პატარა გოგონამ“
"დიდებიც კი ვერ შევიდნენ, ვერ გაბედეს წყალში შესვლა. ეს პატარა გოგონა შევიდა მეგობრის გადასარჩენად. როცა მეგობარმა უთხრა არ შეხვიდეო, მარიტამ უპასუხა, სხვანაირად არ შემიძლიაო. ქრისტიანობისთვის ყველაფერი გააკეთა ამ პატარა გოგონამ....
ქრისტეს არ ეკუთვნოდა ჯვარცმა, სიკვდილი, მაგრამ ჩვენ გამო გაეკრა ჯვარზე. მარიტა წყალში არ უნდა ყოფილიყო, იქ შევიდა იმისთვის, რომ ლაზარე გადაერჩინა. დღეს ლაზარე ღვთისმსახურია. ამ მაგალითზე უნდა იზრდებოდნენ ადამიანები... მე მინდა მის საიცარ მშობლებს, ანას და დავითს მადლობა გადავუხადო, რომ ასეთი შვილი გაუზარდეს ქვეყანას. ქართველობა არის მარიტა, ქართველობა არის მარიტას ოჯახი“, - განაცხადა მამა შალვამ.
0
0