26/10/2024
20:54
არჩევნები 2024
ქართველმა ხალხმა არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ დაამარცხა, არამედ ქართველმა ხალხმა ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა დაამარცხა, - ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ Harris X-ის ეგზიტპოლის შედეგები.
მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა იყოჩაღა.
„ქართველმა ხალხმა არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ დაამარცხა, არამედ ქართველმა ხალხმა ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა დაამარცხა. რა არ იკადრეს, რა არ გააკეთეს, რა ხერხებს არ მიმართეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. ქართველმა ხალხმა იყოჩაღა. პრაქტიკულად, 2012 წლის აქტივობა დაფიქსირდა. 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე მივიდა“, - განაცხადა მელიამ.
ცნობისთვის, Harris X-ის ეგზიტპოლების თანახმად, არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 42% მიიღო, „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18%; „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 13%; „ძლიერმა საქართველომ“ - 9%; „გახარია საქართველოსთვის“ – 8%
0
0