14/03/2023
22:56
სპორტი
ზაგრებსა (ხორვატია) და პოდგორიცაში (მონტენეგრო) მიმდინარე წყალბურთის მსოფლიო თასზე, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ბოლო შეხვედრა ჩაატარა, სადაც ოლიმპიურ ჩემპიონ სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 11:11 დასრულდა, პენალტების სერიაში საქართველოს ნაკრებმა 12:11 გაიმარჯვა.
ქართველმა წყალბურთელებმა თამაში კარგად დაიწყეს და პირველი მეოთხედი შუშიაშვილის (2), მაგრაქველძისა და ელაჩას გოლებით 4:2 გაიმარჯვეს.
მეორე და მესამე მეოთხედები სერბებმა ერთნაირი ანგარიშით (3:2) მოიგეს და გადამწყვეტ მეოთხედს გუნდები თანაბარი ანგარიშით (8:8) შეხვდნენ.
მეოთხე მეოთხედიც დაძაბულად წარიმართა, მეოთხედის ბოლოს სერბეთი ორი ბურთით დაწინაურდა, მაგრამ ქართველებმა მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება და საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 11:11 დასრულდა. გამარჯვებულის გამოსავლენად დაინიშნა პენალტების სერია, რომელიც ქართველი წყალბურთელების გამარჯვებით 12:11 დამთავრდა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ტურნირი 2 მოგებითა და 3 მარცხით დაასრულა.
წყარო: საქართველოს პირველი არხი
0
0