03/10/2024
13:04
სპორტი
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა ჩრდილოეთ ოსეთში გამართულ ტურნირში მიიღეს მონაწილეობა, სადაც როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობას იღებდნენ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოჭიდავეებიც.
ქართველ მოჭიდავეებს შორის ფიქსირდებიან - 70 კგ წონით კატეგორიაში: კობახიძე, 65 კგ წონით კატეგორიაში: ბეშიძე, 97 კგ წონაში: ბაზაძე. ოკუპირებული აფხაზეთიდან 70 კგ წონით კატეგორიაში: კოკოსკერია, ძუკია, 65 კგ წონით კატეგორიაში: კეტია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან: 97 კგ-ში ჯაგაევი, 92 კგ-ში ჩერტკოევი.
გარდა მოჭიდავეებისა საპატიო სტუმრებს შორის დასახელებულია მიხეილ მამიაშვილიც. ქართული გვარის მქონე, უკრაინაში დაბადებული ვეტერანი სპორტსმენი, ორგზის ოლიმპიური და მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი, რომელიც ამჟამად რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია.
0
0