21/11/2022
17:49
სპორტი
ქართული ალპინიზმის ისტორიაში პირველად, ქართველი მთამსვლელების, არჩილ ბადრიაშვილის, გიორგი ტეფნაძისა და ბაქარ გელაშვილის მიერ განხორციელებულმა ასვლამ უმაღლესი სპორტული ჯილდო - „ოქროს წერაყინი“ მოიპოვა.
18-20 ნოემბერს მსოფლიოს „ოქროს წერაყინის“ დაჯილდოება საფრანგეთის ქალაქ ბრიანსონში გაიმართა.
არჩილ ბადრიაშვილმა, გიორგი ტეფნაძემ და ბაქარ გელაშვილმა მწვერვალი სარაგრარის, რომლის სიმაღლეც 7 300 მეტრია, წარმატებით დასაძლევად უნიკალური მარშრუტი გამოიყენეს, რაც საერთაშორისო ჟიურის მხრიდან განსაკუთრებულად შეფასდა.
ქართული ალპინიზმის ისტორიაში ეს პირველი მსოფლიოს „ოქროს წერაყინია“ და აღნიშნული წარმატება ჩვენი მთამსვლელობითი კულტურის უდიდესი აღიარებაა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ იუნესკომ ალპინიზმს 2019 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა, აცხადებენ საქართველოს კულტურის სამინისტროში.
0
0