
ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის თქმით, ქართველისთვის დამახასიათებელი თვისებებია ინფანტილურობა, დემონსტრაციულობა და ისტერიულობა - ამის შესახებ ზურაბ მხეიძემ spacesnews- ის გადაცემა - ,, სივრცეში ეკა ვეფხვაძესთან'' განაცხადა. ფსიქოლოგმა უპასუხა შეკითხვას- როგორი ფსიქოტიპია ქართველი:
,,ჭარბი ინფანტილურობა, ინფანტილურობაში ვგულისხმობ ბავშვურობას, ბავშვურობაში ვგულისხმობ პასუხისმგებლობის თავის თავში არძებნას. დავუშვათ სამსახურიდან გამოუშვეს ადამიანი, რომელიმეს უთქვამს რომ მისი ბრალი იყოო? ყველას უფროსი ,,ვერ იყო'', უბრალოდ ეგეთი სტატისტიკა არ არსებობს, რომ ყველა ორგანიზაციაში, კერძოში, სახელმწიფოში, ყველა უფროსი ,,ვერ არის'' და ეს ჩვენი გამოშვებული ადამიანი არის სწორი, ესე იგი პასუხისმგებლობას არ იღებს. უფროსიც არ იღებს პასუხისმგებლობას- მე თუ თქვენ დაგნიშნეთ რაღაც ადგილას და არ ვარგიხართ, მინიმუმ ჩემი გადაწყვეტილება ხომ შეცდომა იყო, გინახავთ უფროსი, რომელიც ამბობს, ჩემი შეცდომაც ხომ იყოო?.''
მისი თქმით, ქართველი ადამიანის ფსიქოტიპში, ერთ-ერთი კომპონენტი დემონსტრაციულობაა, რომლის მიხედვითაც, ქართველისთვის, უფრო მეტად სტატუსი და სახელია პრიორიტეტული, ვიდრე ანაზღაურება.
,,მეორე არის დემონსტრაციულობა, ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანი სტატუსია. ამიტომ, ჩემს კაბინეტში შესასვლელად უნდა ეწეროს, ,,სტრატეგიული დაგეგმვისა და მთელი მსოფლიოს გადარჩენის მთავარი და ყველაზე მთავარი კოორდინატორი''. ჩვენ სახელში მეტს ვდებთ, ვიდრე ფუნქციაში და რა მქვია და როგორ მქვია, გაცილებით მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ვიდრე პროფესიონალურ მხარეს..
ეს, არ არის მაგალითად, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, თუ მათთვის მნიშვნელოვანია რას აუნაზღაურებ, რა შემოსავალი აქვს, ქართველისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სტატუსი- რა ერქმევა. მას ურჩევნია ხელფასი სულ არ მისცე, მაგრამ დაარქვა დიდი სახელი. სხვა ქვეყნებში არ აინტერესებთ სახელი და მნიშვნელოვანია ფული. მესამე თვისება კი, არის ისტერიკულობა. ისტერიკულობა. მკითხავთ, სად ხედავთ ისტერიკას, ჩართეთ თელევიზორი და დაინახავთ… '', - განაცხადა ზურაბ მხეიძემ.
0
0