ქართველი ხალხის დასჯის მეთოდებზე საუბარს, ჩემი აზრით, ყველამ თავი უნდა დაანებოს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ლუქსემბურგში გამართული მინისტერიალის შესახებ, სადაც გამჭვირვალობის კანონის მიღების საპასუხო ზომები განიხილეს.
მამუკა მდინარაძის, შეფასებით, კანონის მიღების საპასუხოდ ნეგატიური შედეგები ორი მიზეზით ვერ დადგება. ამ მიზეზებს შორის ის ასახელებს იმას, რომ ე.წ. რუსული კანონი იყო საუკუნის თაღლითობა.
მან ასევე დასვა კითხვა - თუ კანდიდატის სტატუსი ქართულ საზოგადოებას მიანიჭეს, ახლა ქართველი ხალხის დასჯას აპირებენ?
„გვახსოვს, ვიღაცებს უნდოდათ, რომ საქართველოს წარმატება ჩამოშორებოდა საქართველოს მთავრობას ხელისუფლებას და მიწერებოდა მხოლოდ ქართველ ხალხს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართველი ხალხის დამსახურებაა ყველაფერი - ჩვენი არჩევაც, ხელისუფლებაში რომ ვართ, კანდიდატის სტატუსიც და ევროპულ გზაზე ყველა წინა წარმატებაც, რომელსაც არასრულებს საქართველოს ხელისუფლება. წინა შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობას, ქართულ საზოგადოებას მიანიჭეს და ახლა ქართულ საზოგადოებას დასჯიან? რა ლოგიკაა? კი, ბატონო, ეს ვირტუალური სანქციები დაგვიწესონ ჩვენ, თანახმა ვართ ამაზე და ბევრჯერ გვითქვამს, თავსაც სწირავდა ქართველი კაცი და ქართველი ქალი თავის სამშობლოს, მაგრამ ქართვლი ხალხის დასჯის მეთოდებზე საუბარს, ჩემი აზრით, ყველამ თავი უნდა დაანებოს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
0
0