-share.jpg)
„ლელოს“ იმის უნარიც არ აღმოაჩნდა, რომ მათმა ტყუილმა დაპირებებმა რამდენიმე დღე მაინც გასტანოს. მეორე წუთიდანვე იშიფრებიან და ქართველი ხალხი ხვდება, რომ ეს მათი ე.წ. წინასაარჩევნო ტრიუკებია – ასე ეხმაურება მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი, გურამ მაჭარაშვილი პარტია „ლელოს“ ინიციატივას, საქართველომ რუსეთს სანქციები დაუწესოს და პენსიები 1000 ლარამდე გაზარდოს.
მაჭარაშვილის თქმით, „ლელოს“ თავისი ფორმულა აქვს და რა მათემატიკური გათვლაც არ უნდა განახორციელონ, ჯამში ციფრი მათთვის სასურველი იქნება.
„რუსეთს სანქციები უნდა დაუწესონ, რაც უდრის მინიმუმ 10%-იან ეკონომიკის ვარდნას ქვეყანაში, ეს როგორ უდრის 1000 ლარამდე პენსიების გაზრდას?! 1000 ლარი იქით იყოს, „ლელოს“ ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი რომ გადაიდგას, არსებულ პენსიებსაც ვერ გაისტუმრებს მთავრობა. როგორც ჩანს, „ლელოს“, ამ ბანკირების ძირითადად შემადგენლობას, თავისი ფორმულა აქვს, რა მათემატიკური გათვლაც არ უნდა განახორციელონ, ჯამში ციფრი იქნება მათთვის სასურველი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, პარტია "ლელომ" გააჟღერა, რომ როცა ხელისუფელებაში მოვლენ, პენსიებს 1000 ლარამდე გაზრდიან. ამ დაპირებამ უარყოფითი გამოხმაურება ჰოვა არა მარტო მმართველ ძალაში, არამედ ოპოზიციურ სპექტრშიც. „ნუ არიან წუწკები, 1000 ლარი რა არის, ბარემ 10 000 დავპირდეთ“, - ასე ეხმაურება პარტია „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია „ლელოს“ საპენსიო დაპირებას.
0
0