ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომელსაც დაშინების ტაქტიკა ვერ აკავებს, წვიმიან თბილისში გამოვიდა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კანონმდებლობის გაწვევა მოეთხოვა, - ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი აცხადებს.
ის ეხმაურება 11 მაისს თბილისში მიმდინარე ევროპული მარშს.
„ქართველი ხალხი თავის შეხედულებებს ავრცელებს. ათიათასობით მშვიდობიანი მომიტინგე, რომელსაც დაშინების ტაქტიკა ვერ აკავებს, წვიმიან თბილისში გამოვიდა იმისთვის, რომ „ქართული ოცნებისთვის“ კანონმდებლობის გაწვევა მოეთხოვა“, - აცხადებს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი.
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეები მეტროსადგურ "300 არაგველთან", მარჯანიშვილის მოედანზე, რესპუბლიკის მოედანსა და "ექსპო ჯორჯიასთან" შეიკრიბნენ. შემდეგ კი მსვლელობით ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეთა ნაწილი მივიდა პარლამენტთთანაც.
0
0