
ტაჯიკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად გელა შეყილაძე დაინიშნა. ამის შესახებ ტაჯიკეთის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება.
53 წლის ქართველმა სპეციალისტმა პეტრ სეგრტი შეცვალა, რომელსაც მანამდე ნაკრებში ეხმარებოდა. შეყილაძის თანაშემწე კიდევ ერთი ქართველი სპეციალისტი თამაზ ბოკერია იქნება.
შეყილაძე მცველად თამაშობდა ბათუმის დინამოში, ბელგიურ ლიერსსა და როზელარეში, კიევის არსენალსა და ცსკა-ში. ეროვნულ ნაკრებში მას 22 მატჩი აქვს ჩატარებული.
შეყილაძე ხელმძღვანელობდა საქართველოს სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდულ გუნდებს და იყო სეგრტას შტაბის ნაწილი საქართველოს, ავღანეთისა და მალდივის ნაკრებებში.
სეგრტი ტაჯიკეთის ეროვნულ გუნდს 2022 წლიდან წვრთნის. აზიის თასზე, რომელიც ყატარში გაიმართა, გუნდი მეოთხედფინალში გავიდა, სადაც იორდანიის ნაკრებთან დამარცხდა.
0
0