ქართული წარმოშობის სცენარისტის ფილმმა „გზაჯვარედინმა“ ბერლინალეს სექცია "პანორამას" პრიზი მიიღო. ლევან აკინის ფილმმა მიიღო ჟიურის პრიზი "საუკეთესო სამსახიობო გუნდისთვის" (Teddy Jury Award: Ensemble Cast).
“პანორამას” სექცია “გზაჯვარედინით” გაიხსნა. ფილმში მთავარ როლებს მზია არაბული და ლუკა კანკავა ასრულებდნენ.
ფილმის სიუჟეტში გადმოცენულია, თუ როგორ ეძებს ყოფილი მასწავლებელი ლია თავის დიდი ხნის დაკარგულ დისშვილს. ბათუმიდან ის მიდის სტამბოლში, სადაც ხვდება ადვოკატ ევრიმს, რომელიც იბრძვის ტრანსგენდერების უფლებებისთვის. თეკლა, დისშვილი, რომლის პოვნასაც ახერხებს, დეიდასთან საერთო ენას პოულობს.
საგულისხმოა, რომ "პანორამას" სექციაში გამარჯვებულ ფილმს ხმის მიცემის პრინციპით მაყურებელი ირჩევს. "პანორამას" ყველა ჩვენებაზე მაყურებელს ურიგდება ანკეტა, რომელიც უნდა შეავსოს და ფილმს ქულა დაუწეროს. სწორედ ასეთი გამოკითხვის დაჯამების შედეგად, მეორე ადგილზე გავიდა ლევან აკინის ფილმი "გზაჯვარედინი". ქართულენოვანი ნამუშევარი ქართველი მსახიობების მონაწილეობით.
ფილმი შვედეთის, დანიის, საფრანგეთის, თურქეთის და საქართველოს ერთობლივი კინოწარმოებით არის შექმნილი.
"ბერლინალეს" ძირითადი კონკურსის მთავარი გამარჯვებულები დღეს საღამოს დასახელდება.
0
0