31/10/2024
19:15
პოლიტიკა
საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ასე, რომ უკვე უნდა გავაანალიზოთ ერთი რამ - ის მოსაზრება, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს პრორუსული უმრავლესობა, სისულელეა. იყო თუ არა ეს საარჩევნო თამაში? ვინც რეალობას იცნობს, წარსულის გაკვეთილებიც ახსოვს - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტიერ მარიანმა განაცხადა
მისი თქმით, ევროკავშირის პოლიტიკა, რომელსაც საქართველოში ატარებს აბსოლუტურად არარეალისტურია
,,რა ხდება საქართველოში? როდესაც გვესმის ფრაზა: „პრორუსულმა პარტიამ პროევროპული პარტია დაამარცხა“, ნება მომეცით, მოგახსენოთ, რომ ეს ყველაფერი სასაცილოა.
გამიმართლა, რომ ამ ქვეყანაში ჩასვლის შესაძლებლობა ძალიან ხშირად მომეცა, რადგან ევროპარლამენტში საფრანგეთის წარმომადგენელი ვიყავი. ასევე, წელიწადნახევრის წინ ევროპარლამენტის მისიით, კავკასიის ტურნეს ფარგლებში, ისევ მოვხვდი საქართველოში და იქ შევხვდი უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, მთავრობის წევრებსა და პრეზიდენტსაც კი. არასოდეს დაივიწყოთ გეოპოლიტიკა.
რა/ვინ არის საქართველო? ორ მეზობელს - რუსეთსა და თურქეთს - შორის მოქცეული ქვეყანა რამდენიმე მილიონი მოსახლეობით. ქვეყანა, რომელმაც თავისი ისტორიის მანძილზე ბევრი სირთულე გაიარა, მათ შორის, არც თუ ისე დიდი ხნის წინაც - შეგახსენებთ, რომ 2008 წლიდან საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ. ასე, რომ უკვე უნდა გავაანალიზოთ ერთი რამ - ის მოსაზრება, რომ ამ ქვეყანაში შეიძლება არსებობდეს პრორუსული უმრავლესობა, სისულელეა. იყო თუ არა ეს საარჩევნო თამაში? ვინც რეალობას იცნობს, წარსულის გაკვეთილებიც ახსოვს.
ევროკავშირმა მოგვთხოვა, რომ საქართველოსთვის რუსების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოგვეწოდებინა, რათა მათი ბიზნესი დაბლოკილიყო. და მინისტრებმა გვითხრეს: „მაგრამ ის ჩვენი მთავარი პარტნიორია და ვინ ჩაანაცვლებს? გინდათ, ეკონომიკურად გავნადგურდეთ? [ქართველებს] არ დავიწყებიათ 2008 წლის გაკვეთილები. ამ ქვეყანაში, ევროკავშირი ატარებს პოლიტიკას, რომელიც აბსოლუტურად არარეალისტურია. მისგან მოითხოვენ, რომ თავიანთ მთავარ მეზობელს სანქციები დაუწესონ." - განაცხადა ევროპარლამენტარმა
მისივე თქმით, პარტია „ქართული ოცნება“, რომელმაც ხმათა უმრავლესობა მოიპოვა უაღრესად პატრიოტულია, ასევე ანტიგლობალისტურია
ტიერ მარიანმა, ასევე აღნიშნა, რომ ოპოზიციას ბიძგს სოროსი და ევროკავშირი აძლევს
,,წარმოიდგინეთ, რომ საფრანგეთში მოგვთხოვონ სანქციების დაწესება, მაგალითად, გერმანიის წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი მეზობელი და მთავარი ეკონომიკური პარტნიორია. ამ არჩევნებში ეს გამოვლინდა. პარტია „ქართული ოცნება“, რომელმაც ხმათა უმრავლესობა მოიპოვა და, რომელიც ხელახლა აირჩიეს, მარტივად ამბობს: „ეს ჩვენი ქვეყნის რეალობაა [არჩევნების რეალური შედეგები]. პირველი რიგში, ჩვენ მშვიდობა გვსურს, შემდეგ კი - ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. გარდა ამისა, ეს პარტია უაღრესად პატრიოტულია, ასევე ანტიგლობალისტურია. ამ პარტიას არ აქვს სურვილი გაჰყვეს ევროკომისიის მემარცხენეების ილუზიებს. ამავე დროს, არსებობს ოპოზიცია, რომელსაც ბიძგს აძლევს სოროსი, ევროკავშირი.
ისინი ამბობენ: “მოდით, ახლავე მივყვეთ ევროკავშირს და მის მოწოდებებს. თუ ეს განხორციელდება და ერთ დღეს ისევ განმეორდება 2008 წლის კონფლიქტი, ქართველებმა უკვე იციან, რომ მარტო დარჩებიან და მათ დასახმარებლად არავინ მოვა." - ამბობს ტიერ მარიანი
ევროპარლამენტარი, ასევე ამბობს, რომ ქვეყანა თავის მომავალზე ფიქრობს, პირველ რიგში, საკუთარ გეოგრაფიულ მდებარეობას ითვალისწინებს
,,ჩემი აზრით, ეს არის გამარჯვება - რეალობა - მათ წინაშე, ვინც ყოველთვის სიტუაციის ესკალაციას უბიძგებს. ქართველი რომ ვიყო, „ქართულ ოცნებას“ მივცემდი ხმას. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ არ მენდომებოდა, რომ სოროსის მსგავსმა ორგანიზაციებმა ჩემს ქვეყანას მოქმედებებისკენ გარედან უბიძგოს იმ კონფლიქტში, სადაც ყველაფერს დავკარგავდით. როცა ქვეყანა თავის მომავალზე ფიქრობს, პირველ რიგში, საკუთარ გეოგრაფიულ მდებარეობას ითვალისწინებს. მე მგონია, რომ ქართველები ასეც მოიქცნენ. ამიტომაც მათ იგივე არჩევანი გააკეთეს. ევროპა გვაკრიტიკებს, რადგან ამიერიდან ჩვენ არ ვირჩევთ იმას, რაც ფონ დერ ლაიენს სურს. თუ მას უნდა - არჩევნები მაშინვე გაყალბებულად ჩაითვლება. ქართველები პრო-ქართველები არიან და ამიტომაც მათ ხელახლა აირჩიეს „ქართული ოცნება“.
ამიტომაც იყო მათთვის ერთადერთი გამოსავალი მშვიდობის შენარჩუნება და იმ მთავრობის დატოვება, რომელიც, რთული ვითარების მიუხედავად, ცდილობს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს მეზობლებთან,” – თქვა ტიერ მარიანმა.
თარგმანი: spnews.io
0
0