25/07/2022
16:39
სპორტი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ჰოლანდიაში, ქალაქ როტერდამში, სხვადასხვა ქვეყნის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით გამართულ ოლიმპიადაზე - "პოლიციელთა და მეხანძრეთა მსოფლიო ოლიმპიური თამაშები - 2022" ოქროს მედლები მოიპოვეს.
ამჯერად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გურიის მთავარი სამმართველოს უფროსმა კობა კობახიძემ ძალისმიერ წოლჭიმში, 120 კგ წონითი კატეგორიაში, მეტოქე მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ამავე სახეობაში, ოქროს მედლები გუშინ მოიპოვეს, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კალანდაძემ 74-კილოგრამიანთა კატეგორიაში და პირველი ადგილი დაიკავა. ოქროს მედალი მოიპოვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, ლევან გილიგაშვილმა, რომელიც 83-კილოგრამიანთა წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
აღსანიშნავია, რომ ქართველ პოლიციელებს არაერთი საერთაშორისო ტიტული აქვთ მოპოვებული. ისინი საქართველოს, ევროპის და აზიის მრავალგზის ჩემპიონები არიან.
0
0