23/11/2024
16:32
საზოგადოება
აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ილია თოფურიას უფროსი ძმა, ალექსანდრე თოფურია ოფიციალურად UFC-ის მებრძოლი გახდა. ალექსანდრემ განაცხადა:
"ბევრი წელი ჩემი მიზანი იყო ჩემი ძმის ჩემპიონის ქამრის მოპოვება, მე მისი პირადი მწვრთნელი ვიყავი. ამავდროულად ჩემი ბრძოლის სურვილი არასდროს გამქრალა და არ გავჩერებულვარ. უკვე ოფიციალურად გავაფორმე კონტრაქტი და უმაღლეს ლიგაში გადავინაცვლებ" - ამბობდა უფროსი თოფურია.
ძმების ქართველი მშობლები ზაზა თოფურია და ინგა ბენდელიანი-თოფურია ამჟამად ესპანეთში ცხოვრობენ. ილია ორ დასთან - მარი და ანა ტლაშაძეებთან და ძმასთან - ალექსანდრე თოფურიასთან ერთად გაიზარდა.
დოკუმენტური ფილმი „მატადორი“ - ილია თოფურიაზე და მის ოჯახზე გვიყვება. ალექსანდრემ დროებით საკუთარი კარიერა გვერდზე გადადო და ძმის მწვრთნელი გახდა. ილია მასზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში ამბობს: „მთელი ცხოვრება მყავს სამი მწვრთნელი: აგუსტინი, ხორხე და ჩემი მთავარი მწვრთნელი, რომელიც ჩემი ძმაა“.
"ერთ მომენტში კარიერა გვერდზე გადავდე, რომ მასთან ვყოფილიყავი; სიკვდილამდე ჩემს ძმასთან ერთად“ - აღიარებს ალექსანდრე. თავდადების აქტი, რომელმაც ძმების კავშირი კიდევ უფრო გააძლიერა დღეს შეუჩერებელია MMA-ს სამყაროში.
ილიასთვის ალექსანდრეს უპირობო მხარდაჭერა იყო: „ყველაზე დიდი მაგალითი, რაც მქონია ჩემი ოჯახიდან, არის ის, რომ არასოდეს დავნებდე“, - ამბობს მებრძოლი, რომელმაც ცოტა ხნის წინ გაიმეორა UFC-ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მაქს ჰოლოვეის წინააღმდეგ.
თოფურიას მებრძოლი სული, როგორც ეს დოკუმენტურ ფილმშია ნაჩვენები, წლების შრომის, თავგანწირვისა შედეგია. ორ ძმას, ბავშვობიდან ესმოდათ, რომ ბრძოლა ბევრად მეტი იყო ვიდრე სპორტი: ეს იყო მათი ბედი.
"ამაყი და მადლიერი ვარ ჩემი ძმის მონაპოვრით, ახლა ქამრის დაცვის დროა და რა თქმა უნდა მე მის გვერდით ვიქნები.“ - ამბობს ალექსანდრე.
ილიასგან განსხვავებით ალექსანდრეს პირადი ცხოვრების შესახებ მედიაში არაფერია ცნობილი. სავარაუდოდ, პოპულარობის პარალელურად მისითაც ისევე დაინტერესდება მსოფლიო მედია, როგორც ეს ილიას შემთხვევაში მოხდა.
თუმცა ცნობილია, რომ ალექსანდრე შეყვარებულია. მისი რჩეულიც, როგორც ილიას შემთხვევაში უცხოელია. თუმცა ამ ეტაპზე გოგონას შესახებ არაფერია ცნობილი. ალექსანდრე საჯაროდ საყვარელ ქალთან ერთად ილია თოფურიაზე გადაღებულ დოკუმენტური ფილმის პრემიერაზე გამოჩნდა.
0
0