
საქართველოს შესახებ დებატები იყო ევროპარლამენტში. განიხილეს ელენე ხოშტარიასა და სხვა პატიმრების საქმეები.
ევროპელი დეპუტატების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას ციხეში მყოფი პირების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. მეორე ნაწილი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე აკეთებს აქცენტს, მას მიუღებლად მიიჩნევს და თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგი აუცილებელია.
განხილვამ სტრასბურგში ქართული დელეგაციის გარეშე ჩაიარა. ევროპელმა კანონმდებლებმა რიგით მე-9 რეზოლუციას კენჭი დღეს უნდა უყარონ.
ლიეტუვიდან ევროპარლამენტის დეპუტატის, მუდმივი მომხსენებლის საქართველოს საკითხზე, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რთულ პოლიტიკურ გზას გადის, ის ჯერ დაკარგული არ არის.
"არიან ისეთები, ვინც ამბობს, რომ საქართველო დაკარგულია - ეს არ არის სიმართლე. გუშინდელიდან მოყოლებული, ქართველი ხალხი თავისი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდს გადის, თუმცა საქართველო ნამდვილად არ არის დაკარგული", - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ.
0
0