ქართველი ემიგრანტები მეტას სათაო ოფისთან გაძლიერებული მოდერაციის მოთხოვნით შეიკრიბნენ
A-
+A

ქართველი ემიგრანტები მეტას სათაო ოფისთან კალიფორნიაში შეიკრიბნენ საქართველოში მიმდინარე მოვლენებისადმი მეტი ყურადღების მოთხოვნით. დემონსტრანტებმა ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა საჭიროებს განსაკუთრებულ მოდერაციასა და დამატებით რესურსებს კომპანიის პოლიტიკის სამართლიანი და დროული აღსრულებისთვის.
დემონსტრანტებმა მეტას ოთხი ძირითადი მოთხოვნა წარუდგინეს:
- საქართველოსთვის დამატებითი ადამიანური რესურსების გამოყოფა დარღვევების დროული მანუალური გამოძიებისთვის.
- საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობების კოორდინირებული ჯგუფების გამოძიება.
- არაავთენტური ანგარიშების გაძლიერებული მონიტორინგი და ყალბი მომხმარებლების გამოვლენაზე მეტი ფოკუსირება.
- სამომავლო თანამშრომლობისას ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან წამების დოკუმენტირებული შემთხვევების გათვალისწინება.
ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ მეტა მათ მოთხოვნებს გაითვალისწინებს და ქართულ საზოგადოებას ფეისბუქზე პოლიტიკური დისკუსიის სამართლიანად და თავისუფლად წარმართვის საშუალება ექნება.
0
0
108
სიახლეები
ყველა
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
$hide_icon = true;
$question = false;
?>
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%