ქართველი „პრემიერი“ ლეგიტიმურ პრეზიდენტს ემუქრება - არ დავუშვებთ, მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას - ლუაზო
22/12/2024
22:05
პოლიტიკა
A-
+A
ქართველი „პრემიერი“ (ბრჭყალები გვახსენებს, რომ გაყალბებული არჩევნებიდან მოვიდა) ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ემუქრება და წარმოიდგენს მას გისოსებს მიღმა, - ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„არ დავუშვებთ მმართველი პარტიის მცდელობას, ძირი გამოუთხაროს ქართველების და მათი პრეზიდენტის თავისუფლებას“, - აცხადებს ფრანგი ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს "მოუწევს თანამდებობის დატოვება ვნახოთ, სად გააგრძელებს ცხოვრებას, გისოსებს მიღმა, თუ გარეთ - მგონია, მას ეყოფა გონიერება, რომ არ დაარღვიოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები.
0
0
49
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%