ქართველებს ნამდვილად გაგვიმართლა, რადგან შეგვიძლია, უძველესი ქართული ენით და უნიკალური დამწერლობით ვიამაყოთ - კახა კალაძე
14/04/2022
11:43
პოლიტიკა
A-
+A
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, მოსახლეობას დედა ენის დღეს ულოცავს.
„ენა ერის იდენტობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი და მისი ფასდაუდებელი საგანძურია. ქართველებს ნამდვილად გაგვიმართლა, რადგან შეგვიძლია ვიამაყოთ უძველესი ქართული ენით და უნიკალური დამწერლობით. 44 წლის წინ ჩვენ შევძელით დაგვეცვა ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსი. 1978 წლის 14 აპრილი არის დღე, როდესაც ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ თქვა, რომ არასოდეს დათმობს ყველაზე მთავარს - სამშობლოსა და ენას. გილოცავთ დედაენის დღეს!“, - წერს კახა კალაძე.
0
0
293
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%