01/11/2024
09:37
სპორტი
UFC-ის დაუმარცხებელი რუსი მებრძოლი შარაბუტდინ "შარა ბულეტ" მაგომედოვი მერაბ დვალიშვილის კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ინტერვიუში აღნიშნა, რომ დაღესტანი რუსეთის ნაწილად არ შეიძლება ჩაითვალოს.
"შარა ბულეტი" რუსულ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ "მერაბ დვალიშვილს ისტორიის გაკვეთილები რომ არ გაეცდინა, ეცოდინებოდა, რომ რუსეთის იმპერია, საქართველოს დაღესტნელებისგან იცავდა...".
მებრძოლის ამბობს, რომ ქართველები რუსეთს უნდა უმადლოდნენ, თორემ შესაძლოა საქართველო ახლა დაღესტნის ნაწილი ყოფილიყო.
"უცხოელები, განსაკუთრებით სპორტსმენები, ალბათ, სკოლაში ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილებს აცდენდნენ. მერაბი ჭიდაობაში წავიდა, მაგრამ გეოგრაფია და ისტორია გამოტოვა. ისტორიისა და გეოგრაფიის გაკვეთილებზე რომ ევლო, მეტი ეცოდინებოდა.
ქართველებს ახლა რატომღაც არ მოსწონთ რუსეთი, თუმცა რუსეთს მადლობა უნდა უთხრან. ისტორია რომ იცოდნენ, ეცოდინებოდათ, რომ ქართველები დაღესტნისგან რუსეთმა იხსნა.
ჩვენ ხშირად ვარბევდით, ვილაშქრებდით მათ (ქართველების) წინააღმდეგ, რუსეთი კი მათ შეიძლება ითქვას, დაღესტნისაგან იცავდა. რომ არა რუსეთი, ალბათ საქართველო დაღესტნის ნაწილი იქნებოდა. ჩვენ ნახევარი საუკუნე ვიბრძოდით რუსეთთან. ახლა ჩვენ კომფორტულად ვართ რუსებთან. უფრო კომფორტული ვიდრე სხვა ვინმესთან.
ზოგადად, ეროვნული საკითხი ახლა ძალიან ხშირად დგება. გარე მტრებს სურთ რუსეთის ნაწილებად დაყოფა: რუსების სხვებისგან გამოყოფა. შემდეგ კი ამბობენ: "ჩვენ გვაქვს პრეტენზია არა თქვენს, არამედ რუსების წინააღმდეგ". რაღაცნაირი რუსოფობია დაიწყო. რთული დროა რუსებისთვის. ამიტომ ჩვენ, რუსეთმა, მტრებს საერთო მუშტით უნდა ვუპასუხოთ.
თუ გავიყოფით, რა სარგებელს მოიტანს? - მათ სურთ, რომ რუსეთი დაიყოს ნაწილებად: როგორც ადრე სამთავროები იყო. ასევე უნდათ ქვეყნის დაყოფა და მმართველობა. ეს არის დასავლელი სიონისტისა და გლობალისტის ტაქტიკა. ჩვენ განუყოფელი ხალხი ვართ და რუსეთი ჩვენი საერთო სახლია“, - ციტირებს Sport24-ის კორესპონდენტს "შარა ბულეტის" სიტყვებს.
0
0