11/09/2024
02:15
სპორტი
ალბანეთის ნაკრების მწვრთნელმა, სილვინიომ კომენტარი გააკეთა ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ეროვნულ გუნდთან საშინაო მარცხზე – 0:1.
„ორივე მხრიდან ტაქტიკურად დაძაბული მატჩი ვნახეთ, რომელიც უკრაინასთან დაპირისპირებისგან სრულიად განსხვავდებოდა. საქართველოს ნაკრები და მათი მწვრთნელი ქებას იმსახურებენ. ბურთს მუდამ უკან ვაბრუნებდით. ვფიქრობ, ფრე სამართლიანი შედეგი იქნებოდა, თუმცა გოლმა ყველაფერი არია.
ფეხბურთელებს კომპლიმენტები ვუთხარი, ორი რთული მატჩი ჩავატარეთ, ჯგუფი ძლიერი და დაბალანსებულია. ქართველებთან კი ფიზიკურად ურთულესი შეხვედრა გამოდგა, მოთამაშეებთან სათქმელი არაფერი მაქვს, მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ.
ყოველთვის, როცა ვიგებთ, არაფერს ამბობენ, მაგრამ მარცხის დროს ხელს ჩემკენ იშვერენ. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, ქართველები ისე კარგად მოქმედებდნენ, შეტევა გაგვიჭირდა.
საქართველომ ჩეხეთს 4:1 მოუგო, ევრო 2024-ზე ესპანეთთან გამოვარდა, პორტუგალია კი დაამარცხა. მათ ძლიერი ნახევარმცველები ჰყავთ.
დღეს წავაგეთ, მაგრამ ყველაფერი წინაა. ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რათა პირველობის შანსი შევინარჩუნოთ“, – განაცხადა სილვინიომ.
0
0