14/03/2023
22:47
პოლიტიკა
"საქართველოს მთავრობამ ნიღაბი მოიხსნა... ქართველები განსხვავდებიან მთავრობისგან, ისინი არ უნდა დაბრუნდნენ რუსეთში და იმსახურებენ გახდნენ ევროკავშირის წევრები" - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე საუბრობს.
“ყველა ნიღაბი მოხსნილია, მთავრობის პოზიცია გამოჩნდა, მაგრამ საქართველოს მოსახლეობა ამ პოზიციას არ მიიღებს. არ არსებობს ვარიანტი, რომ საქართველოს მოსახლეობა დაბრუნდეს უკან, რუსეთში. ქართველი ხალხი ქვეყნის მთავრობისგან ძალიან განსხვავდება. ყველა გავიდა გარეთ და ყველამ გაგვაგებინა თავისი ხმა ბრიუსელში, მოსკოვში და ა.შ. და არამხოლოდ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ თქვენ ვერ დაწვავთ ჩვენს ევროპულ იდენტობას, ევროკავშირის დროშის დაწვით. ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისთვის. და საქართველოს კონსტიტუციის მუხლი მოითხოვს, რომ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. პარლამენტში მყოფებმა უღალატეს მოსახლეობას, მათ აიძულეს საქართველოს მოსახლეობა, რომ გავიდნენ ქუჩაში მოითხოვონ ის რასაც ითხოვენ”, - ამბობს კრამონი.
თარგმანი: “მთავარი არხი”
0
0