23/12/2024
23:11
საზოგადოება
29 წლის ქართველი დაქირავებული მებრძოლის, გვანცა გელაშვილის სისხლის სამართლის საქმე დონეცკის ე.წ. რესპუბლიკის დეფაქტო უზენაეს სასამართლოს გადაეგზავნა, იუწყება რეგიონული პროკურატურა.
„მას ბრალი დაუსწრებლად ედება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებულის მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში)“, - განაცხადეს უწყებაში.
“გამომძიებლების” თქმით, “2022 წლის მარტში გელაშვილი ჩავიდა ლვოვში და შეუერთდა ქართულ ეროვნულ ლეგიონს. ამის შემდეგ მან გაიარა სამხედრო წვრთნა კიევისა და რეგიონის საწვრთნელ ბაზებზე, სადაც ასწავლეს იარაღის მართვა, ასევე სტრატეგია და ტაქტიკა. მას ასევე გადაეცა თანხები საომარი მოქმედებებში მონაწილეობისთვის”.
“მოგვიანებით, გელაშვილი გადავიდა ლეგიონის ახალ მოტორიზებულ ქვედანაყოფში, რომელიც შეიარაღებული იყო პოლონეთიდან გადმოყვანილი ტანკებით. იგი ასევე იყო საქართველოს მოხალისეთა დივერსიული და სადაზვერვო ნაწილის შემადგენლობაში, გაწვრთნილი იყო უპილოტო საფრენი აპარატების პროგრამებში და მიიღო სერტიფიკატი სამხედრო სკოლისგან”.
როგორც რუსული მედია წერს, "2024 წლის ოქტომბრამდე გელაშვილი მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში, როგორც დაქირავებული მებრძოლი კიევის მხარეს, ანაზღაურების სახით 2,3 მილიონ რუბლზე მეტი მიიღო.
ის საერთაშორისო ძებნილთა სიაში მოხვდა. სასამართლომ მას დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა" - წერს "რია ნოვოსტი"
0
0