09/12/2022
23:09
პოლიტიკა
“მივიღებთ ომს, ოღონდ ისეთ ომს, როგორიც ვერ წარმოგიდგენიათ, ქართველ ჯარისკაცებს წაიყვანენ რუსები უკრაინაში უკრაინელების დასახოცად” - ამის შესახებ, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა
“თუ ავყვებით იმ რიტორიკას, რომ ომი არ გვინდა, ჩემო კარგებო, მივიღებთ ომს, ოღონდ მივიღებთ ისეთ ომს, როგორიც ვერ წარმოგიდგენიათ, ქართველ ჯარისკაცებს წაიყვანენ რუსები უკრაინაში უკრაინელების დასახოცად. აი, ასეთ ომს მივიღებთ, ეს არის მომავალი, გგონიათ, რომ ვამეტებ? რას აკეთებენ დღეს ჩეჩნები? არ არიან ჩეჩნები ვაჟკაცი ხალხი? იმ ხალხის შვილები არ იბრძვიან დღეს პუტინის მხარეს, რომელთა მშობლებიც პუტინმა ამოხოცა? არ არის ეს არარეალური პერსპექტივა. ასე რომ, ომი ვისაც არ გინდათ, გააჩერეთ ეს რეჟიმი და გამოხატეთ პოზიცია.”
0
0