
ბლოგერი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში გუშინ, იტალიაში მომხდარი შემთხვევის შესახებ წერს:
“იტალიაში, ადგილობრივმა ტელევიზიამ გადმოსცა, რომ ტარანტოში ერთ ქართველ გოგონას ნიგერიელისგან გაუჩნია ბავშვი და სამსახურის დაკარგვის და კიდევ ვინ იცის რამდენი რამის შიშით ახალშობილი, ჯერ ისევ სისხლიანი სანაგვეზე დაუტოვებია.
10 დღე აქვს ფიქრის დრო დაიტოვოს თუ უარყოს და იტალიის პროკურატურას დაუტოვოს.
მე ძალიან გაცეცხლებული ვარ და თქვენ ურჩიეთ გზააბნეულს....“ - წერს შოთო სიხარულიძე.
ცნობისთვის, 20 წლის ქალი ამჟამად სანტისიმა-ანუნციატას საავადმყოფოს გინეკოლოგიურ განყოფილებაშია გადაყვანილი. პრესის ცნობით, მას სამედიცინო დახმარება ესაჭიროება და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
პორტალ fanpage-ს ცნობით, თუ ქალი 10 დღის განმავლობაში არ ცნობს ბავშვს და უარს იტყვის მასზე, გაშვილების პროცედურა დაიწყება.
0
0