06/10/2021
17:31
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის განმარტებით, 64 ოლქიდან 44 მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ გამარჯვებით დასრულდა პირველი ტურები, ხოლო დარჩენილ 20 მუნიციპალიტეტში მმართველი პარტია გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„ძალიან კმაყოფილები ვართ იმ შედეგით, რომელიც მივიღეთ არჩევნებში. გარდა ამ პროცენტული მაჩვენებლისა ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ 64 ოლქიდან 44 მუნიციპალიტეტში პირველივე ტურში მოვიგეთ არჩევნები, რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს 20 მუნიციპალიტეტში ჩატარდება მეორე ტურები. თუმცა, იქაც ვართ დარწმუნებულები, რომ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. საკრებულოებში მეორე ტურებამდეც გვაქვს მოპოვებული მანდატების 66%, შესაბამისად ეს ციფრები თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი გამარჯვება არის ძალიან ძლიერი, მყარი და შთამბეჭდავი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0