25/08/2024
10:29
ეკონომიკა
ქართულმა ბანკებმა Zolotaya Korona-ს გადარიცხვის სისტემასთან თანამშრომლობა შეწყვიტეს - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეზღუდვები გამოწვეულია ამერიკული სანქციებით, რომელშიც შედიოდა "ოქროს გვირგვინის" შემქმნელი კომპანია ფინანსური ტექნოლოგიების ცენტრი. ქვეყნის უდიდესმა ბანკმა „საქართველოს ბანკმა“ დაიწყო ამ სისტემით განხორციელებულ გადარიცხვებზე უარის თქმა. სიდიდით მეორე საკრედიტო დაწესებულებამ, "თიბისი ბანკმა" კი, აპლიკაციიდან მთლიანად ამოიღო ამ გადარიცხვის სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა.
აშშ-ის სანქციები კრძალავს ბიზნესის კეთებას რუსეთთან დაკავშირებულ სუბიექტებთან. კერძოდ, შეზღუდვები დაწესდა „ოქროს გვირგვინზეც“, რომელიც დიდი ხანია გამოიყენება რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებს შორის, მათ შორის საქართველოს შორის ფულის გადარიცხვისთვის. - წერს მედია.
ქართულ ბანკებში კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
0
0