28/10/2022
14:36
ეკონომიკა
აშშ-ის ოთხი შტატის (ტეხასი, ნიუ ჯერსი, კენტუკი და ალაბამა) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი „უკანონოდ და თაღლითურად“ მიიჩნეს საქართველოდან მოქმედი ვირტუალური კაზინოს Slotie-ის NFT საქმიანობას.
აშშ-ის მარეგულირებლებმა მიიჩნიეს, რომ არაჩანაცვლებადი ტოკენი (non-fungible tokens NFT) რომელსაც ვირტუალური კაზინო სთავაზობს, სინამდვილეში არარეგისტირერული ფასიანი ქაღალდებია, რომელიც აშშ-ის კანონმდებლობის დარღვევვითაა გამოშვებული.
თუ Slotie ამერიკის ამ შტატებში საქმიანობას არ შეაჩერებს კაზინოს ოპერატორებს ჯარიმა ან საპატიმრო სასჯელი ელით, რაც 2-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
კომპანიამ უკვე განაცხადა რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით იურისტებთან კონსულტაციებს გადიან და ამასთან იმედოვნებენ, რომ ყველა სირთულეს დაძლევენ.
„ჩვენი დაჟინება და ერთიანობა მნიშვნელოვანია. გმადლობთ მხარდაჭერისთვის!“ - ნათქვამია Sloties-ის Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
NFT (Non fungible token - შეუცვლელი, ჩაუნაცვლებელი ტოკენი) იგივე ჟეტონია. NFT შეიძლება გახდეს ნებისმიერი ციფრული ან ფიზიკური ობიექტის ( ვიდეოფაილი, იახტა) ჩანაწერი ბლოკჩეინში.
ბლოკჩეინი არის მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ციფრული ნივთის ყიდვისა და გაყიდვის შესახებ, იქნება ეს ერთი NFT ციფრული ტოკენი თუ ერთი Ethereum-ი. ამ მონაცემების გაყალბება ან შეცვლა წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ ეს ინფორმაცია ღიაა, ამიტომ ნებისმიერს შეუძლია გამოიყენოს იგი ციფრული ნივთის ავთენტურობის დასადასტურებლად.
დღეს ყველაზე პოპულარული NFT ციფრული ხელოვნების ნიმუშებია. ციფრული მხატვრის Beeple-ის NFT Christie's-ს აუქციონზე 69 მილიონ დოლარზე მეტად გაიყიდა.
0
0