
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) ქართული ტელეკომპანიების ნდობის რეიტინგის თაობაზე კვლევის შედეგებს აქვეყნებს.
კვლევის თანახმად, რესპონდენტებს ორი პასუხის გაცემის უფლება ჰქონდათ, შედეგები ასე გადანაწილდა:
„ტვ. იმედი“ - 31% პირველი არჩევანი, მეორე არჩევანი - 38%;
„მთავარი არხი“ - 14% პირველი არჩევანი, მეორე არჩევანი - 22%;
„ტვ პირველი“ - 10% პირველი არჩევანი , მეორე არჩევანი - 22%;
„რუსთავი 2“ - 8% პირველი არჩევანი, მეორე არჩევანი - 27 %;
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ - 3 % პირველი არჩევანი, მეორე არჩევანი - 6%;
„ფორმულა“ - 2% პირველ არჩევანი, მეორე არჩევანი 7%;
„პალიტრანიუსი“ - 1% პირველი არჩევანი, მეორე არჩევანი - 2%;
„პოს ტივი“ - 1 % პირველი არჩევანი, მეორე არჩევანი - 3%;
„ობიექტივი“ - 1 % პირველი არჩევანი, მეორე არჩევანი - 1 %;
„ევრონიუსი“ - 1 % პირველი არჩევანი, მეორე არჩევანი - 1 %;
„აჭარა“ - 1 % პირველი არჩევანი, მეორე არჩევანი - 2 %;
„ალტ ინფო“ - 1 % პირველი არჩევანი, მეორე არჩევანი - 1 %;
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.
0
0