15/09/2023
22:01
ბადაგონი
ავსტრიაში, მსოფლიოში აღიარებულ უმსხვილეს ღვინის კონკურსზე - AWC Vienna, “ბადაგონის” ღვინოებმა 4 ოქროს მედალი მოიპოვა.
ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ - ქვევრის “საფერავი”, ქვევრის “ხიხვი”, ცქრიალა ღვინო “ბადაგონი ბრუტი” და ცქრიალა ღვინო “ბადაგონი როზე”.
კონკურსში 42 ქვეყნიდან, 1514 ღვინის მწარმოებელი და 11376 ღვინო მონაწილეობდა.
ოქროს მედლები კი ქართულ ღვინოებს ხვდათ წილად. მათ შორის, ალავერდის მონასტრის ქვევრის ღვინოებს.
როგორც მეღვინეობა “ბადაგონში” განაცხადეს, “ბადაგონის” ქვევრის ღვინოები იქმნება ალავერდის მონასტრის XI საუკუნის ისტორიულ მარანში, ქვევრში ღვინის დაყენების 8000-წლიანი ქართული ტრადიციული მეთოდის სრული დაცვით. ეს ისტორიული მარანი 2006 წელს, კომპანია “ბადაგონმა” აღადგინა.
ქვევრის ღვინო “საფერავი” ინტენსიური მუქი ლალისფერი შეფერილობით, ხავერდოვანი და ჯიშური არომატების სიმდიდრით გამოირჩევა.
“ბადაგონის” “ქვევრის ხიხვი” კი, ოქროსფერი შეფერილობისაა და გამოკვეთილად იგრძნობა ჩირის არომატი და გემოში დაბალანსებული ტანინები.
აღსანიშნავია, რომ “ბადაგონის” ქვევრის და ცქრიალა ღვინოებს, არაერთი ჯილდო აქვს მიღებული საერთაშორისო კონკურსებზე.
0
0