
მმართველიო პარტიის პრესსამსახური ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ "ტვ პირველს" გაეგზავნა დოკუმენტი, რომელშიც ასახულია მათ ეთერში გასული სიუჟეტები, სადაც თორნიკე რიჟვაძე კორუფციაშია დადანაშაულებული.
"როგორც "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე დღეს, ჟურნალისტებს დაჰპირდა - პარტიის პრეს-სამსახურმა გაუგზავნა დოკუმენტი "ტვ პირველს", რომელშიც ასახულია მათ ეთერში გასული სიუჟეტები და დადანაშაულებულია თორნიკე რიჟვაძე კორუფციაში.
მასალის მოცულობის გათვალისწინებით, ველოდებით, რომ ტელეკომპანია პირველი ჩამონათვალს მაინც გააშუქებს, თუ რამდენ სიუჟეტში დაადანაშაულა რადიკალურმა ოპოზიციამ და მათ მიერ კონტროლირებულმა ტელეკომპანია "პირველმა" რიჟვაძე კორუფციასთან კავშირში", - აღნიშნულია "ქართული ოცნების" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0
0