22/10/2025
15:57

"ის პიროვნებები, ვისთან დაკავშირებითაც გენერალურმა პროკურორმა გააკეთა განცხადება იყვნენ ქართული ოცნების ლიდერები, განსაკუთრებით ირაკლი ღარიბაშვილზე არის საუბარი - პოლიტიკური ლიდერი, პრემიერ-მინისტრი იყო, ამიტომ საზოგადოებისთვის და ქართული ოცნების მომხრე ელექტორატისთვის გარკვეულწილად ეს ინფორმაცია მძიმე მოსასმენია, მძიმე აღსაქმელია."- განაცხადა ტელეკომპანია "პოსტვ"-ის ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
"ერთი რამ ფაქტია, ასეთი ტიპის სამართლებრივი ქმედება, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და გენერალური პროკურატურა ახორციელებს, ნიშნავს, რომ არსებობს გარკვეული ხასიათის დანაშაულებების ისეთი მაღალი ნიშნები, რომ სამართალდამცავი ორგანოები ასეთ რადიკალურ ნაბიჯზე მიდიან”, - ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი.
0
0