
დღეს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა გაუქმებულია. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს მარტო და იზოლაციაში, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მეგობარი ქვეყნების წინააღმდეგ საბოტაჟს აგრძელებს.
„მინდა გამოვეხმაურო „ქართული ოცნების“ საბოტაჟს ჩვენი დასავლელი მეგობრების წინააღმდეგ. ამერიკის ელჩის ინტერვიუმ „რადიო თავისუფლებასთან“ ცხადად გამოაჩინა თუ რა განზრახვები აქვს „ქართულ ოცნების“ საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ისინი ემუქრებიან აშშ-ს, ქვეყანას, რომელიც 30 წელზე მეტია დგას საქართველოს გვერდით. იცავს ჩვენს სუვერენიტეტს, მთლიანობას და უსაფრთხოებას. დღეს აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა გაუქმებულია. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს მარტო და იზოლაციაში. ეს არის საბოტაჟი.
პარანოია, რასაც ივანიშვილი მიჰყვება ზუსტად გამოისახება იმ წერილში, რომლითაც მან მიმართა აშშ-ის პრეზიდენტს და ტრამპის ადმინისტრაციას. ამასთან „ქართული ოცნება“ აგრძელებს გერმანიისა და ბრიტანეთის ელჩებზე თავდასხმას. „ოცნება“ მარტოს გვტოვებს რუსეთთან, ირანთან და ჩინეთთან. ჩვენ პროდასავლურმა პარტიებმა უნდა შევინარჩუნოთ ერთიანობა.“- განაცხადა მან.
0
0