
„ქართული ოცნება“ უნდა ჩამოყალიბდეს, რას სთხოვს ბრიუსელი - ქართველი კაცების გათხოვებას, თუ ომში დახოცვას - ჯერ ამაზე ჩამოყალიბდნენ და მერე შევეცდები პასუხი გავცე იმიტომ, რომ ისინი ყოველ დღე ჩვენებას ცვლიან , - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ევროპარლამენტი, ბოლო გზავნილით, „ქართულ ოცნებას“ მოუწოდეს, რომ სამართლიანი, ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს.
„თუკი ვინმე არაფერ შუაშია ევროკავშირთან, ეს არის „ქართული ოცნება“. საკითხი ძალიან მარტივად დგას, თუკი „ქართული ოცნება“ საქართველოს ხელისუფლებას არ მმართავს, ჩვენი გზა ევროპისკენ ხსნილია. იქამდე, სანამ მათ კონსტიტუციური გადატრიალების გზით ხელისუფლება მიტაცებული აქვთ, მანამდე საქართველოს არავითარი შანსი ევროპულ გზაზე არ აქვს.
ჩვენ ევროპარლამენტის ბოლო გზავნილიც ვნახეთ, სადაც „ქართულ ოცნებას“ მოუწოდეს, რომ სამართლიანი, ვადამდელი, დემოკრატიული არჩევნები ჩაატაროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქამდე ქართული სახელმწიფო არის მმართული, იმ ორგანიზაციის მიერ, რომელიც ევროპარლამენტის მიერ აღიარებული არ არის, როგორც ხელისუფლება.
როდესაც კონკრეტულ ოჯახში გაწევრიანება გსურს, რომელსაც ცივილიზაციურად ვეკუთვნით, ხომ? - მიმაჩნია, რომ შოთა რუსთაველი და უილიამ შექსპირი ერთი ცივილიზაციის ნაწილი არიან, ასევე, მიმაჩნია, რომ როგორც გელათი, ბაგრატის ტაძრები, ისე პარიზის ღვითისშობლის ტაძარი არის ერთი ცივილიზაციის ნაწილი. როდესაც ამ ცივილიზაციას საბჭოთა უბედურების შემდეგ უბრუნდები, მას შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ ის წესები [დაიცვა], რაც არსებობს. მაგალითად: არჩევნები არ უნდა გააყალბო, ადამიანის უფლებები უნდა დაიცვა - ამ პრინციპებს თუ არ უღალატებ, მარტივად ამ ცივილიზაციის სრულფასოვანი ნაწილი ხდები. „ქართულ ოცნებას“ ეს ფეხებზე ჰკიდი, ამაშია მთელი საქმე. აქედან გამომდინარე, საკითხი მარტივად დგას, ან სრულფასოვანი ევროპული ცივილიზაციის ნაწილია ჩვენი ხელისუფლებაც, ან არა“, - განაცხადა სანიკიძემ.
გარდა ამისა, სანიკიძე ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. სანიკიძის განმარტებით, „ქართულ ოცნებას“ არავითარი გამოძიება იმ განცხადებებებზე არ უწარმოებია, რასაც მიხეილ სააკაშვილი მის მოწამვლასთნ დაკავშირებით აკეთებდა, საპირისპირო მათ ვერ და არ დაამტკიცეს“.
„ის სამედიცინო დასკვენები არსად გამქრალა, „ქართულ ოცნებას“ არავითარი გამოძიება იმ განცხადებებებზე არ უწარმოებია, რასაც მიხეილ სააკაშვილი მის მოწამვლასთნ დაკავშირებით აკეთებდა, საპირისპირო მათ ვერ და არ დაამტკიცეს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ბუნებრივია, იმ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო დასკვნებს ეყრდნობიან, რომელიც უცხოელი ექსპერტების მხრიდან აქამდეც გაკეთებული იყო“, - აღნიშნა სანიკიძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „როდესაც საქართველოს მიმართ ბრიუსელის პრეტენზიებში ვინმე სამართლიანობის რაიმე მარცვალს ეძებს, არ დაგვავიწყდეს, ეს ის ბრიუსელია, რომელმაც სააკაშვილის დემენცია გამოიგონა და დემარშებით ციხიდან მის დახსნას ცდილობდა, სანამ სტრასბურგის სასამართლომ, ამ აფერას, ბოლო არ მოუღო”.
0
0